„პუტინის აგრესიას პასუხი ძალით უნდა გაეცეს”
ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ნატოელ კოლეგებს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის აგრესიას ძალით, სწრაფად და ცხადად უპასუხონ,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თომას ჰენდრიკ ილვესი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეკონომიკური სანქციები და შეზღუდვა რუსეთის მიმართ საკმარისი არ არის.
“არც აგრესია უკრაინაში, არც ყირიმის უკანონო ანექსია არ შეიძლება, იქცეს წარმატებად, რომელსაც შედეგი არ ექნება. უკრაინას გაბედული მხარდამჭერა სჭირდება. ჩვენ როგორც ადრე, მზად უნდა ვიყოთ ისეთი დახმარების აღმოსაჩენად, როგორიც შესაძლებელია”, – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ პასუხი რუსულ აგრესიაზე ღირსეული იყოს, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები ალიანსის მთელ ტერიტორიაზე ნატოს ჯარების ყოფნის უზრუნველყოფისთვის. ილვესი პირდაპირი სამხედრო პასუხის მოწოდებით არ გამოდის, თუმცა მიიჩნევს, რომ ნატოს ჯარების ყოფნა ალიანსის მთელ ტერიტორიაზე უშუალოდ რუსეთისა და ნატოს საზღვრებთან ჯარის განთავსების საშუალებას იძლევა.