“ქართული ოცნების” ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა

რამდენიმე წუთის წინ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-4 ყრილობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
ყრილობა, რომელიც სპორტის სასახლეში იმართება, რამდენიმე წამში დაიწყება. ამ დროისთვის ყრილობაზე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. როგორც პარტიის მომხრეები აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი იქნება არჩეული. სპორტის სასახლის დარბაზი ამ დროისთვის შევსებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები