“ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, რომელიც სპორტის სასახლეში იმართება, რამდენიმე წამში დაიწყება. ამ დროისთვის ყრილობაზე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
როგორც პარტიის მომხრეები აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი იქნება არჩეული.
სპორტის სასახლის დარბაზი ამ დროისთვის შევსებულია.
დამონტაჟებულია სცენა და მონიტორები. ადგილზე იმყოფებიან ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების” წევრები რეგიონებიდან.
ყრილობის დაწყებამდე დარბაზში საქართველოს ჰიმნი და სხვადასხვა ქართული მელოდია ჟღერს. ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები