“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახდა

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად დაამტკიცეს.
“ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ხელმძღვანელი იმ პარტიის, რომელმაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ექსპრემიერებს – ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები