“უმოქმედო” დეპუტატის შემოსავალი – კობა დავითაშვილი და მისი მეუღლე პარლამენტიდან ათასობით ლარს იღებენ

საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა, რომელიც სამი წელიწადია პარლამენტის არცერთ სხდომას არ დასწრებია, ხელფასის სახით 121 756 ლარი აიღო, – ეს ციფრები „კვირამ“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შედეგად დაიანგარიშა, რომელიც კობა დავითაშვილმა 2014 -2015 წლებში შეავსო.
„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრს კობა დავითაშვილს 2016 13236128_1142076359148189_1510195123_nწელს ქონებრივი დეკლარაცია ამ დრომდე არ შეუვსია და, შესაბამისად, უცნობია, რა ფინანსური შემოსავალი დაუფიქსირდა მას. მიუხედავად იმისა, რომ „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, ამ სამი წლის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობდა, 2013 წლის ზაფხულში, განცხადება გააკეთა და პოლიტიკურ აქტივობას ჩამოშორდა.
დღემდე მოქმედმა დეპუტატმა სამი წელი თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაატარა. თუმცა, ხელფასს ყოველთვიურად იღებდა. 2014 წლის კობა დავითაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის წევრმა ერთი წლის განმავლობაში შრომითი ანაზღაურების სახით 61 498 ლარი მიიღო. გარდა ამისა, კობა დავითაშვილს, როგორც „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარეს, კიდევ 3500 ლარი აქვს მიღებული.
სამაგიეროდ, კობა დავითაშვილი შვილების სწავლაში 5670 ლარს იხდის და იმავე წელს ფიქსირდება, რომ მამამ ლუკა და მათე დავითაშვილები გერმანიის საზაფხულო სკოლაში გაუშვა, რაშიც 4000 ევრო გადაიხადაkoba1.
უკვე 2015 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ პარლამენტის უმოქმედო დეპუტატმა შრომითი ანაზღაურების სახით 60 258 ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე პარლამენტის წევრის თანაშემწედ მუშაობს და ხელფასის სახით 7750 ლარი აქვს მიღებული.
ამავე დოკუმენტის თანახმად, კობა დავითაშვილმა შვილები გერმანიის საზაფხულო სკოლაში კიდევ გაუშვა სასწავლებლად, ოღონდ ამჯერად ლუკა და თორნიკე დავითაშვილები, რაც პარლამენტის წევრს 3000 ევრო დაუჯდა.zzz
ამასთან, შვილების სწავლაში დეპუტატი კვლავ 7630 ლარს უთითებს.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდა და განაცხადა: „აღარც ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესში. ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არცერთი არ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა. პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს მეუღლე და 5 შვილი ჰყავს. კობა დავითაშვილი, პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სარგებლობს.
kobaaa
vcv

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები