სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩერნოვეცკიმ საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტმა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა განუცხადა, პარტია „ბედნიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ქვრივიშვილმა 13 მაისს მიმართა მათ განცხადებით, რომ კიევის ყოფილი მერი პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 13 მაისს, პარტია „ბედნიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა, პოლიტიტიკური სტატუსის შეჩერების მოთხოვნით. ჩვენი სამსახური ამჟამად პარტიის ფინანსურ მონიტორინგს სწავლობს. ვახორციელებთ ფინანსურ მონიტორინგს პარტიის განვლილი 4 თვის განმავლობაში. ჩვენ დავასრულებთ იმ ფინანსური შემოწირულობების საკითხს და დასრულების შემდეგ დოკუმენტი გამოქვეყნდება“, -განუცხადა „კვირას“ ზურა აზმაიფარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარტია „ბედნიერი საქართველო“ 2016 წლის 5 თებერვალს დააფუძნა. ამ ეტაპზე უცნობია მიზეზი, თუ რატომ შეაჩერა პოლიტიკური აქტივობა კიევის ყოფილმა მერმა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები