პრემიერი: საქართველოში მედიის თავისუფლება სრულიად დაცულია

მედიის თავისუფლება საქართველოში სრულიად დაცულია, მასზე ზეწოლა არ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, ანალიტიკოსებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ამ მიმართულებით ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს. რამდენიმე წლის წინ მედიაზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა. ყველა ქართული მედია საშუალების ნარატივი სრულიად იდენტური იყო. დღეს თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ აკრიტიკებს მედია მთავრობას, თუმცა არავინ ერევა მათ საქმიანობაში. ეს დასტურდება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლებას, საქართველო, ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, ამ მხრივ მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.
2012 წლის შემდეგ საქართველომ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ციფრული სამაუწყებლო რეჟიმი. დღეს საკაბელო ტელევიზიის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი. ასევე, Freedom House-ის ანგარიშებისა და ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით, საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები