კიბერუსაფრთხოების ბიურო სუამის” კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მე-4 სხდომას დაესწრო

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაციამ “დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის- სუამის” კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მე-4 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე განიხილეს სუამის წევრი ქვეყნების საქმიანობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, განხორციელდა ინფორმაციის გაცვლა ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისოსთან ჰარმონიზაციის შესახებ.
უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია მიმდინარე კონფლიქტისას ენერგოობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ.
შეხვედრაზე შეჯამდა კიბერუსაფრთხოების სფეროში სუამის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები