თამაზ მეჭიაური: ივანიშვილს კვირის ბოლოს ვერ შევხვდები, თიანეთში უნდა ვიყო, დედაჩემის დაბადების დღეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილთან საუბარი პოლიტიკურ მომავალსა და უთანხმოებაზე სურს.
„ივანიშვილთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ამ საკითხის განხილვა მინდა მასთან და მაქვს რაღაცა საკონსულტაციო. კვირის ბოლოს ვერ შევხვდებით, რადგან მე თვითონ გავდივარ. თიანეთში უნდა ვიყო, დედაჩემის დაბადების დღეა“, – განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება ყრილობაზე დასწრების საკითხს, მეჭიაური ამბობს, რომ ისე მოიქცევა, როგორც ყრილობისთვის იქნება საჭირო და არა თავისთვის.
მეჭიაური პარტიიდან წასვლის საკითხსაც გამოეხმაურა: „მე არ მითქვამს, რომ მივდივარ. მე ვთქვი, რომ ბევრი რაღაცა ჩემთვის მიუღებელია. განსაკუთრებით ის ერთი თემა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები