სოსო მანჯავიძე: საქართველოში რეფერენდუმის გამართვის საკითხს ტაბუ ადევს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს უმაღლესი იურიდიული აქტია, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. როგორც მან პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, ამის მიუხედავად, საქართველოში არსებობს ცუდი პრაქტიკა იმისა, რომ რეფერენდუმები აქ პრაქტიკულად არ იმართება და ამ საკითხს ტაბუ ადევს.
„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ რეფერენდუმის გამართვა საქართველოში აკრძალულია. სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის კი აუცილებელია, რომ ამ უხმო და საიდუმლო აკრძალვას ტაბუ მოვაცილოთ. ეს აკრძალვა საგარეო ფაქტორების მიმართ ჩვენი ყურმოჭრილი დამოკიდებულების მიზეზია. რეფერენდუმი ის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე აქტია, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვენი მოქმედება საქართველოს სუვერენიტიტისკენ და მისი გაზრდისკენ არის გადადგმული“,- განაცხადა მანჯავიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა სოსო მანჯავიძემ და დემოგრაფიული განვითარების ფონდის ლიდერმა ზვიად ტომარაძემ პორტალ “კვირაში” დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს ცესკოს იმ სხდომის მიმართ, რომელიც ქორწინების რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე დღეს 4 საათზე უნდა გაიმართოს. მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა კი ისიც განაცხადა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ცესკოზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები