ზურაბ ტყემალაძე “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლებს

პატივისა და ღირსების შელახვისათვის ”მრეწველთა პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბახტურიძის მტკიცებით, საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიას ზურაბ ტყემალაძე ლობირებს.

”აუცილებლად ვუჩივლებ, რა თქმა უნდა, პატივისა და ღირსების შელახვისათვის. მტკნარი სიცრუე ილაპარაკა. გვარიც კი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ მაგასაც გავიგებ. რაც შეეხება ბრალდებას, მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. თამბაქოს ინდუსტრიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მქონია არასდროს. ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ ეწევა, მათ შორის – არც მე. მტკნარი სიცრუე იყო. მოთმენაც კი არ შეიძლებოდა მისი საუბრის და ვუთხარი, რომ შევხვდებით სასამართლოში. სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს მის განცხადებაზე”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები