თინა ხიდაშელი: თამაზ მეჭიაურს ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად სახლში არასოდეს დავპატიჟებ

უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას, – „ქალი უნდა იყოს „კუხნაში“, – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უპასუხა და განაცხადა, რომ მეჭიაურს მისი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად არასოდეს დაპატიჟებს.
”თუ ოდესმე ამის სურვილი გამიჩნდება, არ ვიცი, როდესმე თუ ასეთი დღე დადგება, მაგრამ სახლში ალბათ არასდროს დავპატიჟებ ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად, მაგრამ სახლში ალბათ გავუგზავნი და ობიექტურ შეფასებას მისცემს ამას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები