“იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინა კარიერა, კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში”

ვიყავი ყველას გვერდით, რადგან ახალი იქმნებოდა, თუმცა დღეს მე ვერ ვხედავ ასეთ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა, – ასე უპასუხა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ კითხვას – თუ სად იყო 9 წლის განმავლობაში.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ის 25 წელია ყველა იმ ადამიანის გვერდით იყო, ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი.
„მე ვიყავი ყველას გვერდით, რადგან ახალი იქმნებოდა, თუმცა დღეს მე ვერ ვხედავ ასეთ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არა იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან კარგი პოლიტიკოსი ან პიროვნება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები