პოლიტიკური მოძრაობა – „სახელმწიფო ხალხისათვის“ მაისში ყრილობას გამართავს

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა – „სახელმწიფო ხალხისათვის“ მაისში ყრილობას გამართავს, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ჰქვია ”სახელმწიფო ხალხისთვის”.
„მოგეხსენებათ, დეკემბერში მე შევქმენი ”საქართველოს განვითარების ფონდი”, რომლის მიზანი იყო, დაგვედო ჩვენი ხედვა და სახელმწიფოსთვის შეგვეთავაზებინა, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნის ცხოვრება.
მიუხედავად მცდელობისა, სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ გამოინახა დრო იმისა, რომ ჩვენთან შეხვედრა მომხდარიყო და ჩვენი ხედვა გაეზიარებინათ. ჩვენ შემოვიარეთ საქართველოს ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელი. ვნახეთ, როგორ ცხოვრობს ხალხი და მე ბევრს არ გეტყვით, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი – თქვენ ისედაც იცით, თუ როგორი გაჭირვებაა მთელ საქართველოში. დღეიდან ჩვენ მიერ დაფუძნებული მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის” იწყებს თავის ცხოვრებას. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება ყრილობა, ეს ყრილობა მაისის თვეს არ გადასცდება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე განმარტებით, მომავალ კვირას გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ყველა შეკითხვას უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები