ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა.
ვახტანგ გომელაური დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს გააცნობს და ასევე კანონმდებლების შეკითხვებს გასცემს პასუხს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტს ვახტანგ გომელაურისთვის 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა მაშინ კვორუმის უქონლობის გამო საკანონმდებლო ორგანომ ეს ვერ შეძლო. მას შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა, მათ შორის გომელაურის მივლინების მიზეზით რამდენიმე კვირით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები