სააკაშვილი ზღულაძის გადადგომაზე – სცენარი იგივეა, რაც საყვარელიძის შემთხვევაში

ეკა ზღულაძის შემთხვევაშიც იგივე სცენარი გათამაშდა, რაც საყვარელიძის თანამდებობიდან გადადგომისას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილის, ეკა ზღულაძის თანამდებობის დატოვებას.
“ეს იგივე სცენარია, რაც საყვარელიძესთან დაკავშირებით გათამაშდა. ქურდებისა და თაღლითების სისტემა დიდი ფანტაზიით ვერ გამოირჩევა. ჩვენი პასუხიც ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი იქნება.
დღეს, ბრწყინვალე ეკა ზღულაძემ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. მე ამაყი ვარ, რომ ეს ადამიანი საქართველოში, ჩემი ხელისუფლების წევრი იყო და იმ პირველი გუნდის წევრია, რომელმაც უკრაინაში რეალური რეფორმები წარმატებით გაატარა.
დავით საყვარელიძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგებმაც დაამტკიცეს, რომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა შესაძლებელია. ვფიქრობ, მათმა მუშაობამ და რეზულტატმა შეუქცევადი პროცესები დაძრა და გარე მტრის წინააღმდეგ და უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლაში გარდაუვალი გამარჯვებისთვის თავისი წვლილი შეიტანა”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები