ლეონიდ ჩერნოვეცკი: ჩემი იდეა, გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასოდ გადაცემის თაობაზე, რუსეთმა გადაიღო

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებით, ახლახან რუსეთში გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე კანონს მოეწერა ხელი, ხოლო თავად ინიციატივა მიწების საკუთრებაში უფასოდ გადაცემის შესახებ, პირველმა სწორედ მან, ცოტა ხნის წინ გააჟღერა.
„რუსეთმა გადაიღო ჩემი იდეა მიწების უფასოდ გადაცემაზე ყველა მსურველისთვის, რომელიც მას დაამუშავებს! მართალია ჯერ მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის მიწების შესახებ მიიღეს კანონი და ისიც მიწას საკუთრებაში კი არა, მოხმარებისთვის გადასცემენ!
მე კი ვამზადებ კანონს მიწის საკუთრებაში გადასაცემად, რათა გლეხებს შეეძლოთ ბანკებში კრედიტების აღება და ამ მიწამ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ბრუნვა შეავსოს!
ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემს ინიციატივებს ყურად იღებენ სხვა ქვეყნების მთავრობებიც კი. მაგრამ ნუთუ საქართველოში, სადაც უამრავი არავისი და დაუმუშავებელი მიწაა, ასეთი კანონი არ გაჩნდება?
ადრე უკვე მქონდა შეთავაზება და ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებ სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასოდ დარიგების კანონის დასანერგად, განსაკუთრებით საქართველოს მთიან რეგიონებში, სოფლების ყველა მაცხოვრებელს, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ მათი დამუშავება!
ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებითი ხარჯები, სამაგიეროდ, უახლოესი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანად მოამარაგებს საკვები პროდუქტებით, უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის და გაცილებით გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების კეთილდღეობას! და ამ ინიციატივის რეალიზაციის ფარგლებში უნდა შეიზღუდოს, ან საერთოდ აიკრძალოს უხარისხო საკვები პროდუქტების შემოტანა სხვა ქვეყნებიდან!
სირცხვილი პარლამენტს, რომ მიწათმოქმედების ამხელა კულტურის მქონე ქვეყანა უცხოურ და, მით უმეტეს, უხარისხო პროდუქტებს მოიხმარს!“– განაცხადა პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები