ვახტანგ ძაბირაძე – ქართულ – ამერიკული წვრთნები პრობლემა არაა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკულ წვრთნებში ცუდი არაფერია და არასწორია ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა წვრთნებმა შესაძლოა, რუსეთი „გააღიზიანოს“.
როგორც მან დღეს პორტალ “კვირაში” სტუმრობისას განაცხადა, საქართველო საკმაო დროის მანძილზე მისდევდა ამ პოლიტიკას, მაგრამ სარგებელი მაინც ვერ ნახა.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა სწორედ ის იქნებოდა, თუ სამაჩაბლოსთან არსებული ე.წ. საზღვრის აღება სამხედრო ძალით მოხდებოდა.
„პრობლემა ის კი არაა, რუსეთი გაღიზიანდება თუ არა, არამედ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ყოველთვის ეგებოდა იმ ანკესს, რასაც რუსეთი გადმოგვიგდებდა. ყოველთვის ვცდილობდით, რომ სამხედრო ძალით აღგვედგინა ტერიტორიული მთლიანობა მაშინ, როდესაც კარგად ვიცოდით, რომ რუსეთის მანქანა მუდმივად მუშაობდა როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ანკესს ჩვენ მაინც ვეგებოდით. ქართულ- ამერიკული წვრთნები პრობლემა არ არის.
პრობლემა ის იქნებოდა, რომ ის არაოფიციალური საზღვარი, რომელიც სამაჩაბლოში გადის, თუ გადმოსწიეს. აი ეს, მნიშვნელოვანია და ტრაგედიაა, იმ საზღვრის აღება რომ დაგვეწყო სამხედრო ქმედებებით, მაშინ კონფლიქტი ნამდვილად მოხდებოდა. ამ შემთხვევაში კი, ეს პროვოკაცია ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვის მიმართ უნდა განახორციელოს რუსეთმა პროვოკაცია? ნატოს ჯარების მიმართ? აქვს ამის რესურსი? მგონია, რომ არა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები