დღეიდან თბილისში მტკვრის დონე დაიწევს

დღეიდან, 15 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
როგორც ”კვირას“ კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 4 დღის განმავლობაში, სს “ენერგო-პრო ჯორჯია”, ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმური გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს, ასევე მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და 3 დღის განმავლობაში ორთაჭალჰესი.
”გეგმური გარეცხვის სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. აღნიშნული სამუშაოები, ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან” და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები