დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ


დღეს პარლამენტში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
გომელაური დეპუტატების წინაშე უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშით წარდგება. ის კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებს.
გომელაურისთვის პარლამენტს 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა მაშინ კვორუმის უქონლობის გამო საკანონმდებლო ორგანომ ეს ვერ შეძლო. მას შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა ეს პროცესი სხვადასხვა, მათ შორის გომელაურის ხანგრძლივი მივლინების მიზეზით რამდენიმე კვირით გაჭიანურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები