როდის გამოიდარებს საქართველოში

ჰაერის ტემპერატურა უახლოესი სამი დღის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში მოიმატებს და დღისით 17-22; 18-23; 18-24 გრადუსი იქნება. თბილისში კი, ხვალ, დღისით ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება, იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი 13 მაისსაც. 14 მაისს კი დღისით 28 გრადუსი დაფიქსირდება.
საღამოს საათებში კი წვიმა და ეჭექია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექით და სეტყვაა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში, ყოველდღიური წვიმა მდინარეებში წყლის დონის მკვეთრად მომატებას, ან სხვა საშიშ მოვლენებს არ გამოიწვევს. სეტყვა შესაძლებელია დაფიქსირდეს კახეთის რეგიონში, ასევე ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში. დასავლეთ საქართველოში კი სეტყვის შემთხვევები ნაკლებად არის მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში იქნება ხანმოკლე მცირე წვიმა. 14-15 მაისს სინოპტიკოსები საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას, კერძოდ, 24-29 გრადუსამდე პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები