ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების გრანდიოზულ პროექტს იწყებს

ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების გრანდიოზულ პროექტს იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითრების პროექტთან დაკავშირებით ჩინური დელეგაცია ეწვია.
საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისება ორ ქვეყანას შორის წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი მიმართულებაა და მას ჩინეთის სოფლის მეურნეობის განხრით არსებული სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება – „ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ტექნოლოგიური ინოვაციების და მეწარმეობის კავშირი“ უზრუნველყოფს.
სამეცნიერო კვლევით ცენტრში 10 -კაციანი დელეგაცია ლი თონგპინის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. სტუმრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი პროექტში არსებული სამეცნიერო საქმიანობების დაგეგმარება იყო. მხარეები შეთანხმდნენ პროექტის 5 საფეხურზე, რაც ითვალისწინებს: საქართველოში არსებული ჩაის აღდგენას, ახალი ჩაის ბაღების გაშენებას, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების ახალი ტექნოლიგიების დანერგვას და სხვა რიგ სამეცნიერო საქმიანობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები