კულტურის მინისტრი Check In Georgia-ს პროექტში ჩართულ კომპანიებს მადლობას უხდის

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პროექტ Check In Georgia-ს პროექტში ჩართულ კომპანიებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ქვეყანასაც.
მინისტრის აღნიშნავს, რომ კომპანიებმა სწორად დაინახეს ის მიზანი, რასაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ემსახურება.
„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ არა უბრალოდ მხარდაჭერისთვის, არამედ ამ პროექტის მიზნების სწორად დანახვისთვის, თავისი როლისა და იმ სარგებლის სწორად გააზრებისთვის, რაც შეიძლება მოუტანოს არა მხოლოდ თავად კომპანიებს, არამედ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ Check In Georgia“-ს შეურთდნენ: „ლოიალ კაპიტალ გრუპი“, „საქართველოს ბანკი“, „თი-ბი-სი“, „მეტრო“, „სოკარი“, „ვისოლი“, „თეგეტა მოტორსი“, „VTB ბანკი“, „ბლექსი ჯგუფი“, „შილდა“, „T&R დისტრიბუცია“, „განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი“, „ომეგა“, „პროგრეს ბანკი“, „West Invest“, „ბორჯომი“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, „რუსალოსი“, „გალფი“, „ატლსაგლობალი“, „აიჯი მოლი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები