ნიკოლოზ ქურდიანი: Check in Georgia ტურისტების ნაკადს გაზრდის, რაც დამატებითი სარგებელია ჩვენი მოსახლეობისთვის

“თი-ბი-სი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის განცხადებით, პროექტი check in ceorgia ტურისტების ნაკადის გაზრდას ხელს უწყობს, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, „თი-ბი-სი ბანკი” უკვე მრავალი წელია, ჯაზფესტივალების მხარდამჭერია, წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალი პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში.
“იმდენად ცნობილი სახეები მონაწილეობენ, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზფესტივალში და ასევე სხვა დაგეგმილ ღონისძიებებში, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტების გამართვა თავისთავად არის მოვლენა. ეს პროექტი ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდასაც, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა “თი-ბი-სი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ Check In Georgia-ს შეურთდნენ: „ლოიალ კაპიტალ გრუპი“, „საქართველოს ბანკი“, „თი-ბი-სი“, „მეტრო“, „სოკარი“, „ვისოლი“, „თეგეტა მოტორსი“, „VTB“ ბანკი, „ბლექსი ჯგუფი“, „შილდა“, „T&R დისტრიბუცია“, „განათლების“, „მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი“, „ომეგა“, „პროგრეს ბანკი“, „West Invest“,“ ბორჯომი“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, „რუსალოს“, „გალფი“, „ატლსაგლობალი“, „აიჯი მოლი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები