მამუკა ჩოქური საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება – ვის შეხვდა ყოფილი გამგებელი
სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი მამუკა ჩოქური საქმიანი ვიზიტიტ თურქეთში, ქალაქ ანტალიის კონიალტის რაიონში იმყოფება.
„კვირას“ ინფორმაციით, ყოფილი გამგებელი კონიალიტის რაიონის გამგებელს მუჰიტინ ბოცეკის შეხვდა.
ვიზიტის მიზანი და საუბრის თემა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრის დროს მათ ისაუბრეს ერთობლივ, სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე. შეხვედრის ბოლოს, მამუკა ჩოქურმა და მუჰიტინ ბოცეკიმ კონიალტის რაიონის გამგეობის ეზოში – მეგობრობის ნიშნად ხე დარგეს.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჩოქურმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.