ლუკა კურტანიძე: ბიძინა ივანიშვილი მილიარდზე მეტ დოვლათს დებს

საქართველოს განსავითარებლად ისინი ეწინააღმდეგებიან ერთ ადამიანს, რომელმაც ამდენი შეძლო საქართველოში – ამის შესახებ კურტანიძემ დღევანდელ სესიაზე უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
კურტანიძე ფიქრობს, რომ ბოტანიკური ბაღის თემაზე გაკეთებული მსგავსი განცხადებებით უმცირესობა საქართველოში მშენებლობას ეწინააღმდეგება.
”მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ერთი პირის მიერ, რომ არ ვთქვათ სხვა ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ინვესტიციას დებენ. გამოდიან პოლიტიკოსები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ საქართველოზე ფიქრით აღამებენ და ათენებენ და ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან მშენებლობას, აღმასვლას. პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკური უმცირესობა, რომელთა აზრებსაც წლების განმავლობაში ვითმენთ, ეწინააღმდეგება მშენებლობას. ისინი ეწინააღმდეგებიან ერთ ადამიანს, რომელმაც ამდენი შეძლო საქართველოში. ისინი საქართველოს განვითარებასთან ბრძოლაში არიან. ბევრი გამოწვევაა საქართველოში, ბევრი საკრიტიკოა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდზე მეტ დოვლათს დებს საქართველოს განსავითარებლად. სხვა თემა შეგიძლიათ მოამზადოთ და სხვა თემით ვეპაექროთ ერთმანეთს”, – განაცხადა კურტანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები