მიხეილ გიორგაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის შეფასებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში მოყვანილი ფაქტები – მასთან და კულტურის სამინისტროსთან ხელოვნურად არის დაკავშირებული. გიორგაძე ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
”ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენ ველოდებით შესაბამის, კომპეტენტურ დასკვნას, რის შემდეგაც მე ვიტოვებ უფლებას, შესაბამისი განცხადებები გავაკეთო. მინდა ასევე ვთქვა კვლევასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ეს აჟიოტაჟი ატყდა – იქ მოყვანილი ფაქტები ხელოვნურად არის დაკავშირებული როგორც ჩემთან პირადად, ისე სამინისტროსთან. ამიტომ ჩვენ ველოდებით ჩვენი განცხადების შესაბამისად, კომპეტენტურ დასკვნას”,- განაცხადა გიორგაძემ.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, მიხეილ გიორგაძის მინისტრობისას, სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები