სასჯელაღსრულების სამინისტრო: ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულება დაიხურება

ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულება დაიხურება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების რემონტსა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ეტაპისათვის აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ლაითურის პროექტი. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან ლაითურში, ხოლო N7 დაწესებულება დაიხურება“,- აღნიშნულია განცხადებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ N7 დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები. ამასთან, უწყება აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს.
„N7 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია სხვა დაწესებულებებში. დღესდღეობით იქ 25 მსჯავრდებული/ბრალდებული რჩება. N7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე 4კვ მ. ფართი, ხოლო ბრალდებულზე – 3 კვ.მ.-ია გათვალისწინებული მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის მომსახურება, რომელიც აღნიშნული რისკის დაწესებულებისთვის არის განსაზღვრულ“, – სამინისტროს ნათქვამია განცხადებაში.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმება კვლავ მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები