ტელესკოპმა „კეპლერმა“ 1284 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

ტელესკოპმა „კეპლერმა“ 1284 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელთა შორის ცხრაზე შეიძლება პოტენციურად სიცოცხლე არსებობდეს. ამ პლანეტებს „კეპლერმა“ რემონტის შემდეგ მიაგნო. მისიის სახელწოდებაა К2 და მის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
კოსმოსური ტელესკოპი „კეპლერი“ 2013 წელს ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ავარიულ რეჟიმზე გადავიდა. თუმცა მოგვიანებით ამერიკელებმა მისი აღდგენა შეძლეს და ახლა ტელესკოპი ეგზოპლანეტებზე დაკვირვებას განაგრძობს.
ცნობისთვის, ეგზოპლანეტა მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტაა. ამჟამად კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ამ პლანეტებზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს მათზე სიცოცხლის არესებობის შესაძლებლობა.
13187848_10205970225286351_1027732085_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები