დასუფთავების გადასახადის გადახდის წესი იცვლება

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, “თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა.
ცვლილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არცერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში – 2,5 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე.
მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული, ან დროებით აცხოვრებენ სხვას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, არცერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება – შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ საცხოვრებელ ბინებს, სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში – 2,5 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები