“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს უნდა იყოს პარლამენტის ვერდიქტი”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს უნდა იყოს პარლამენტის ვერდიქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. ”ჩვენ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ-მინისტს გავუზიარე ჩვენი გარკვეული კითხვის ნიშნები. დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ ამ კანონმა არანაირად არ უნდა შეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურად ფუნქციონირების არეალი და მას უნდა შეუნარჩუნდეს ის მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელიც აქვს. ჩვენ ასევე დავუფიქსირეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ველით, დროულ განხილვას მოსამართლეთა კანდიდატურების, რადგანაც ეს პროცესი გაიწელა. ამ პროცესის გაწელვა გარკვეულ სირთულეებს უქმნის უზენაეს სასამართლოს, რადგან იქ ნაკლებოდაა მოსამართლეების. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე ბოლოს და ბოლოს უნდა იყოს პარლამენტის გადაწყვეტილება და ვერდიქტი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები