გარემოს დაცვის სამინისტროში სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, წყლის რესურსების მართვის სამსახურისა და მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგებისა და გარემოსდაცვითი ფაკულტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მაგისტრანტებს, სამინისტროში სტაჟირების პირობები და დეფიციტური დარგების შესახებ ინფორმაცია გააცნე.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე, ამომწურავი პასუხები მიიღეს. ,,სტაჟირების პროგრამა“ სამინისტროს ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სამინისტროში დასაქმების პირობებს გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები