საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთევან ქარდავას შეხვდა და 22 მარტს ქალაქ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ქეთევან ქარდავას მაღალი პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნაყოფიერი და მაღალპროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისა და ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მყისიერი გავრცელებისას გამოვლენილი პროფესიული თავდადებისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები