საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სასტუმრო „რუმსში“ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში 3 700 000 მოქალაქეზე დაახლოებით 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში.
შალვა ხუციშვილმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში შსს-ს ჩართულობასა და შესაბამის კაპანიებზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სფერო, საკმაოდ დიდი კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ – არის დაწყებული, მათ შორის მოხდა კანონპროექტების ინიცირება, გარდა ამისა, ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთი არის სკოლებში განათლების კომპონენტის გაძლიერება ბავშვებისათვის. მათ შორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების, მეხანძრეებისა და 112-ის წარმომადგენლების ჩართვით“,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები