ეკა ბესელიასა და ირინა იმერლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საპარლამენტო კომიტეტი, სადაც დაპირისპირება მოხდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს, სადაც ირინა იმერლიშვილმა დასვა საკითხი, რატომ არ გადაიგზავნა შესაბამისი ცვლილებები ვენეციის კომისიაში.
ეკა ბესელიას განმარტებით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა არ დასრულებულა, არ აქვს მიღებული საბოლოო ფორმა და ვენეციის კომისიას ვერ გადაეგზავნებოდა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ამ პროცედურას საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები