სოფიო ხორგუანი – ბიძინა ივანიშვილს ქონება საქართველოს და მისი ბიუჯეტის წაღლეტვით არ დაუგროვებია

უფლებადამცევლი სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ დღეს, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გაღვივდა სიძულვილის ენა. პოლიტიკური სუბიექტები სათანადოდ ვერ აფასებენ ამომრჩევლებს და ძველი შეცდომების დაშვებას განაგრძობენ.
დღეს „კვირაში“ სტუმრობისას ხორგუანმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი მდიდარი და წარმატებული ადამიანების მიმართ, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, სიძულვილის გაღვივება ხდება და ეს პროცესი დადებით შედეგებს არ გამოიღებს.
„დღეს ყველას განცხადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არცერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ არის. ველოდებით, რომ გაიზრდებიან ჩვენი პოლიტიკოსები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ჩვენს ამომრჩევლებს ჯერ სათანადოდ ვერ გვაფასებენ. ეს სამწუხაროა. არ მომწონს სიძულვილის ენა. იგივე პანორამის გასაჩივრებასთან დაკავშირებით აქცენტი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცამ კანონი დაარღვია, არამედ იმაზე, რომ ვიღაცას ბევრი ფული აქვს, წარმატებული და მდიდარი ადამიანების მიმართ სიძულვილის გაღვივება ხდება. ადრე ასეთი მიდგომა ახსნადი იყო, რადგან ვხვდებოდით, რომ მათმა უმრავლესობამ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი მიითვისა და ასე გამდიდრდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მან ქონება არ დააგროვა საქართველოს და მისი ბიუჯეტის წაღლეტვით. არც ქონებები შეუძენია კაპიკებად, – პრივატიზაციის პერიოდს ვგულისხმობ. ეს პროცესი მაწუხებს. ეს არის ცუდი, ნეგატიური, დეპრესიული განწყობების ხელშემწყობი და ჩვენს ქვეყანას დადებითად არ წაადგება“,- განაცხადა ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები