სოფიო ხორგუანი – დასავლეთი საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, სხვაგვარად თავს ვერ დავიცავთ

დასავლეთი საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, სხვაგვარად თავს ვერ დავიცავთ, – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა სოფიო ხორგუანმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ხორგუანმა ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ნორმალური პროცესია. რაც შეეხება რუსეთს, მისი განმარტებით, ის დღესაც აგრესორია და საქართველოსთვის ამ კონტექსტში არაფერი შეცვლილა.
„აშშ-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა და იმ ქვეყნების მიმართ, სადაც რუსეთის აგრესია შესაძლოა იყოს რეალური, იმის დადასტურებაა, რომ ცივილიზებული სამყარო ჩვენს მხარეს არის – ჩვენი მეგობრები ჩვენთან არიან. გვსურს, ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი და ისიც მზად არის, რომ მიგვიღოს.
რატომ გვჭირდება ნატო, რატომ გვსურს ევროკავშირში და ამ სტრუქტურებში ინტეგრაცია? – იმიტომ, რომ ვიყოთ დაცულები. ამ არჩევანის წინაშე კი თავად რუსეთმა დაგვაყენა.
იძულებულები გავხდით, რომ დასავლეთში დახმარება მოგვეძებნა. ჩვენ არ დაგვიპყრია რუსეთის ტერიტორია. ვიცით, ვინ დგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს უკან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ერთადერთი, ვინც შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ეს არის დასავლეთთან ინტეგრაცია, სხვაგვარად თავს ვერ დავიცავთ. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი დღეს უფრო განვითარებულია და ამიტომაც ნაკლებად არის საფრთხე. ის ისევ აგრესორია და არაფერი შეცვლილა“,- განაცხადა ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები