ნიკოლას ბერლინერი „ბრედლისა“ და „აბრამსის“ შესაძლებლობებს გაეცნო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, ნიკოლას ბერლინერს იმ საბრძოლო ტექნიკის შესაძლებლობები გააცნეს, რომელმაც „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. აშშ-ის საელჩო საქართველოში იუწყება, რომ საქმე ეხება ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლისა“ და ძირითად საბრძოლო ტანკს – „აბრამსის.“ ამერიკულ-ქართული სამხედრო – სასწავლო წვრთნები, სადაც ათასზე მეტი ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, 11 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები