„ნარიყალას“ დირექტორი გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“მიმართავს

შპს „ნარიყალას“ დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორს სპეციალური განცხადებით მიმართავს.
შპს „ნარიყალა“ გამოთქვამს მზადყოფნას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საკანალიზაციო ქსელში წყლის ჩაღვრის გადასახადის სახით, ჩაღვრილ წყალზე გადაუხადოს – 1500,00 ლარი თვეში.
„როგორც მოგეხსენებათ, შპს „ნარიყალასა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავა შპს „ნარიყალას“ მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის“ სარგებლობაში არსებულ საკანალიზაციო ქსელში გოგირდის გეოთერმული წყლის ჩაღვრის გადასახადის ოდენობასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის პერიოდის განმავლობაში შპს „ნარიყალასა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არ ყოფილა არანაირი დავა და შეთანხმებული ტარიფის გადახდა შპს „ნარიყალას“ მიერ ხორციელდებოდა შეფერხების და დაყოვნების გარეშე. სამწუხაროდ, 2015 წლის აპრილის თვიდან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერმა“ ცალმხრივად შეცვალა შპს „ნარიყალასათვის“ ორმხრივად შეთანხმებული ტარიფი ისე, რომ შპს „ნარიყალამ“ აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ და მხოლოდ წყლის ქვითრის მიღების შემდეგ.
მინდა გადავდოთ ყოველგვარი წყენა, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავითვალისწინოთ მოსამართლის რეკომენდაცია მოლაპარაკების შესაძლებლობის არსებობის შესახებ. ყოველოვე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთავაზობთ მორიგების შემდეგ პირობას – შპს „ნარიყალა“ გამოთქვამს მზადყოფნას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საკანალიზაციო ქსელში წყლის ჩაღვრის გადასახადის სახით, ჩაღვრილ წყალზე გადაუხადოს -1500,00 ლარი თვეში, რომელიც წარმოადგენს მომსახურების ღირებულების გონივრულ ოდენობას და შპს „ნარიყალას“ აღნიშნული ტარიფის გადახდის შედეგად არ მოუწევს საწარმოს დახურვა. გთხოვთ, მითითებული ტარიფი დაერიცხოს 2015 წლის 01 აპრილის შედგომ პერიოდზე გაწეულ მომსახურებას“,- აცხადებს შპს „ნარიყალას“ დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები