ბესიკ ქარცივაძე: ნარმანია გააკეთებს განცხადებას, თუ რა პოზიციაზე გავაგრძელებ მუშაობას მერიაში

გლდანის ყოფილი გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ამბობს, რომ მისთვის უკვე ცნობილია, რა პოზიციაზე გააგრძელებს დედაქალაქის მერიაში მუშაობას. თუმცა როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულ განცხადებას ამის შესახებ, თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს.
„ბატონი დავით ნარმანია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, რა პოზიციაზე გავაგრძელებ მუშაობას დედაქალაქის მერიაში, მანამდე უხერხული იქნება ჩემგან, რომ მერზე ადრე გავახმაურო ეს. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ კონსულტაციები გაიმართა ჩემთან და ჩემთვის უკვე ცნობილია, თუ რა თანამდებობას დავიკავებ“, – განუცხადა „კვირას“ ბესიკ ქარცივაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქარცივაძე, სავარაუდოდ, მერის მრჩევლად დაინიშნება, ქარცივაძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს.
გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თანამდებობები რამდენიმე დღის წინ დატოვეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები