შსს-ს მაშველებმა ტყიბულში დაშავებული გოგონა გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ტყიბულში დაშავებული ახალგაზრდა გადაარჩინეს. ოპერატიული დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინების თანახმად, ტყიბულში, მთასაყდრის სამლოცველოსკენ მიმავალი გოგონა მთიდან გადავარდა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა. შემთხვევის ადგილას დაუყოვნებლივ გაემგზავრა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენის დახმარებით, გოგონა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები