საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრაზე გატანა იგეგმება

მიმდინარე სასესიო კვირაში საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მმართველი გუნდის ინიციატივის პარლამენტის პლენარულ სახდომაზე გატანა იგეგმება. მანამდე პარლამენტმა 14 ოპოზიციური პარტიის საკანონმდებლო წინადადება განიხილა.
წინასწარი ინფორმაციით, ორივე საკითხზე პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება. დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელებენ, რომელთა შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და იურიდიული დახმარების სამსხურების ანგარიშების მოსმენა. ამავე სასესიო კვირაში დეპუტატები პირველი მოსმენით იმსჯელებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში „ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა“, განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები