თბილისში მყოფმა ჩეხეთის დელეგაციამ სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო

თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს ჩეხეთის წარმომადგენლობათა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი.
დღეს იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დღეს დილით, დელეგაცია გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. იან ჰამაჩეკს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი უმასპინძლებენ. ჩეხი სტუმარი 11 მაისს გეგმავს დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულებას. ჩეხეთის დელეგაცია იან ჰამაჩეკის ხელმძღვანელობით, თბილისში გუშინ, საღამოს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები