ცხრაჯვრის მთიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა

ტყიბულში, ცხრაჯვარის მთიდან ახალგაზრდა გოგო დაგორდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა ჯგუფთან ერთად მთაზე სალოცავად იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილობრივ სამაშველო სამსახურს დედაქალაქიდან დამატებით, სამი სამაშველო ბრიგადის და ერთი ვერტმფრენის დახმარება დასჭირდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგონა ამ დროისთვის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები