დავით ნარმანია საკრებულოში 17 მაისს მივა

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში 17 მაისს მივა. ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გააკეთა.
როგორც ალიბეგაშვილმა განმარტა, ტერიტორიის გასხვისებასთან შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და უმრავლესობას მერთან ამ საკითხზე კითხვები არ გააჩნია.
თუმცა მერი საკრებულოში სწორედ უმრავლესობის მოწვევით მოვა და არა ოპოზიციის მოთხოვნით.
“უმრავლესობამ ძალიან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, რომ 17 მაისს შეხვდება მერს. მერი წარმოადგენს ამ პროექტს და გაცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს პასუხს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხზე სასაუბროდ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერის დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლას მოითხოვდა. უმცირესობის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა თბილისის მერი და ამბობდა, რომ იგი საკრებულოში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დეკემბერში ანგარიშის წარდგენისას მივიდოდა. საკრებულოში დადგმულ შოუში კი მონაწილეობას არ მიიღებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები