დიმიტრი ქუმსიშვილი: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სახლი ვერ აშენდება

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იქ მშენებლობა ვერ განხორციელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოტანიკური ბაღის ის 4 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სხვა ტერიტორიაში გაცვალა, უვარგისია, ვინაიდან იქ ელქტროგადამცემი ხაზები გადის, რაც ადამიანებისთვის საზიანოა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები საშიშია მაშინ, თუ მის ქვეშ სახლი შენდება, რაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდება.
„რაც შეეხება ელექტროგადამცემ ხაზებს, არ ვიცი, რატომ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. ეს არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია და იქ ელექტროგადამცემი ხაზები იქნება თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მშენებლობა ვერ განხორციელდება. ის, რომ ლამაზად განაშენიანებული ბუნება იყოს ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, ამისთვის ელექტროგადამცემი ხაზები საშიში არ არის. ისინი საშიშია, თუ მის ქვეშ სახლი შენდება. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სახლი ვერ აშენდება, იმიტომ რომ დღეს იქ არის განაშენიანებული ტყე და ბევრი ნარგავია დარგული, რაც მგონია, ამ ტერიტორიას პირიქით, ღირებულებას ჰმატებს და არ აკლებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები