დავით ნარმანიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს მშვიდობისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ამაგს ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები