მანანა ნაჭყებია – რუსეთის მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია

რუსეთის მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია – ასე გამოეხმაურა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას თითქოს, საქართველოში ჩატარებული ქართულ- ამერიკული წვრთნები პროვოკაციაა და შესაძლოა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს. ნაჭყებიას განცხადებით, სწორედ რუსეთია იქ ქვეყანა ვისგანაც საქართველო შესაძლოა, საფრთხეს ელოდოს.
შესაბამისად, არც პროვოკაციებია მათგან გასაკვირი.
„რუსეთის მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია, ის წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს, ამ დროს კი ავიწყდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მის მიერ განხორციელებული ულევი პროვოკაცია, რომლებიც არც წვრთებით იყო განპირობებული და არც რაიმე სხვა მიზეზებით. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია მაშინაც კი, როდესაც მათ თქვეს, რომ რეფერენდუმს ჩაატარებდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებასთან დაკავშირებით და როდესაც აღიარეს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რუსეთის მხრიდან საუბრი იმაზე, რომ ეს შესაძლოა, პროვოკაცია იყოს, რომელიც დაძაბავს რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებს, ვფიქრობ, თავისთავად პროვოკაციურია. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთ უსაფრთხოებად ჩვენ ნატოს და მასში შემავალ ქვეყნებს მოვიაზრებთ. ვისგან გველის საშიშროება? – გველის რუსეთისგან“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები