მანანა ნაჭყებია – „გერმანური მოდელი“ საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანაბრობას აღმოფხვრის

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
საარჩევნო სისტემის შესაძლო შეცვლაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონსტიტუციური ცვლილება გამორიცხულია, ამიტომაც ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც ამ ცვლილებას არ გულისხმობს, მისაღები უნდა იყოს.
მისივე განმარტებით, ახალი მოდელი საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობას აღმოფხვრის.
„ე.წ. გერმანული მოდელი არ ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას. ის აღმოფხვრის იმ უთანაბრობას, რომლის გამოც ვითხოვთ საარჩევნო სისტემის შეცვლას. ამ ეტაზე, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ამას ხელი შეუწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაინტერესებამაც, რომელსაც სურს, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. მთლიანობაში კი, ვფიქრობ, შეხსენებაც არ არის საჭირო, რომ არჩევნები ეს არის პრაქტიკულად კონსენსუსი, რომელიც უნდა შედგეს პოლიტიკურ ძალებს შორის, ანუ ის, თუ როგორი წესებით უნდა ითამაშონ მათ“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები