პაატა ბურჭულაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
პაატა ბურჭულაძემ ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, მე მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, რომელმაც იბრძოლა ამისათვის. საქართველოში ოჯახი არ არის, ვისაც ამ სამამულო ომში დაკარგული არ ჰყავს ერთი ადამიანი მაინც. მოვედით, რომ შევამკოთ ყვავილებით მათი მონუმენტი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები